რუსებმა კიევი, ხარკივი და პავლოგრადი დაბომბეს - დაღუპულია 6 ადამიანი

რუსებმა კიევი, ხარკივი და პავლოგრადი დაბომბეს - დაღუპულია 6 ადამიანი

რუსულმა ძალებმა კიევი, ხარკივი და პავლოგრადი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქები ბალისტიკური და მართვადი რაკეტებით დაბომბეს. სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. დანგრეულია მრავალსართულიანი კორპუსები და კერძო ბინები.

დედაქალაქში ერთი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. ხარკივში მაშველებმა ნანგრევებში მეოთხე გარდაცვლილიც იპოვეს.

საავადმყოფოებში 40-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას პავლოგრადში. დაღუპულია ერთი ადგილობრივი.