რუსებმა იერიში მიიტანეს ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე

რუსებმა იერიში მიიტანეს ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე

გასულ ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს - შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა საზღვაო ტერმინალის შენობა, სასტუმრო და საწყობები.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი კი ამბობს, რომ ოკუპანტების თავდასხმის სამიზნე იყო ინფრასტრუქტურული ობიექტები. მისი თქმით, ოდესაში მაღალსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა, დაზიანდა კერძო სახლები და საწყობიც. კიპერის განცხადებით, ნამსხვრევების შედეგად ოდესაში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

გასულ ღამეს უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ ნასროლი 19 შაჰიდის ტიპის დრონი და 11 კალიბრი ჩამოაგდეს.

როგორც სამხრეთის თავდაცვის ძალების სპიკერი, ნატალია გუმენიუკი აღნიშნავს, სამხრეთ საჰაერო თავდაცვამ მიკოლაევისა და კიროვოჰრადის ოლქებში 2 კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო.