რუსებმა დონეცკისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს - დაღუპულია 2 ადამიანი

რუსებმა დონეცკისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს - დაღუპულია 2 ადამიანი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"26 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - სერებრიანკასა და კრასნოჰორივკაში. რეგიონში, ნოვოგრადოვაკში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, მტერმა ხერსონის ოლქს 85-ჯერ შეუტია ნაღმტყორცნებით, არტილერიით, MLRS საზენიტო-სარაკეტო რაკეტებით, ტანკებით, უპილოტო საფრენი აპარატებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა ხერსონის სასწავლო დაწესებულება და დაშავდა ერთი ადამიანი.