რუსებმა ჩერნიჰივი დაბომბეს - დაიღუპა 7, დაშავდა 90 ადამიანი

რუსებმა ჩერნიჰივი დაბომბეს - დაიღუპა 7, დაშავდა 90 ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩენრიჰივის ცენტრი დაბომბეს - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, 7 ადამიანი, ხოლო დაშავდა - 90.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს, მათ დაარტყეს ჩერნიჰივის დრამატულ თეატრსაც, სადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 37 დაშავდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 10 პოლიციელია, 12 ბავშვი - 25 მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთ-ერთს, 12 წლის მოზარდს კიევში გადაყვანა დასჭირდა.