
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში უახლოეს მომავალში პროგრესი არ იქნება, ამერიკის შეერთებული შტატები კრემლის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.
კითხვაზე, აჭიანურებს თუ არა რუსეთი მოლაპარაკებებს, რუბიომ თქვა, რომ ვაშინგტონი ამ ეტაპზე აფასებს გულწრფელია თუ არა რუსეთის ქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
მან ასევე დასძინა, რომ აშშ-ის მოთმინება შეზღუდულია და კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების პაკეტს ამზადებს. რუბიომ მიანიშნა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს მოლაპარაკებების გადადებას კომპრომისზე წასვლის განზრახვის დემონსტრირების გარეშე, სენატი დამოუკიდებლად იმოქმედებს, თეთრი სახლის პოზიციის მიუხედავად.
"სენატი საბოლოოდ მოქმედებას აპირებს. ვფიქრობ, წარსულში ჩვენ ვთხოვეთ ცოტა დრო, რათა გვენახა, შეგვიძლია თუ არა მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევა. რუსულ მხარეს ვუთხარით, რომ ჩვენი მხრიდან მშვიდობის შენარჩუნებისკენ ძალისხმევა ხორციელდებოდა", - თქვა მან.