რუბიო: ტრამპსა და პუტინს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს

რუბიო: ტრამპსა და პუტინს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, გრძელდება მუშაობა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებისთვის.

"ასეთი შეხვედრის ტექნიკური დეტალები გარკვეულ დამუშავებას მოითხოვს. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ყველაფერი იგეგმება - ადგილისა და თარიღის შერჩევის თვალსაზრისით. მაგრამ პრეზიდენტს სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ვფიქრობ, რუსულმა მხარემაც გამოთქვა ამის სურვილი", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე დასძინა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანად გადაჭრა შეუძლია, სწორედ პუტინსა და ტრამპს შორის პირდაპირი საუბარია.

17 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავდა, ხოლო რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ რეალური პროგრესი შეუძლებელია მანამ, სანამ ის პირადად არ შეხვდება პუტინს.