რუბიო: აშშ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სუმზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის მსხვერპლთა გამო

შეერთებული შტატები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სუმზე რუსეთის დღევანდელი შემზარავი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო. ეს არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, თუ რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სუმზე რუსეთის თავდასხმას ეხმაურება.