როთი: ქართველები ისევ ისტორიას წერენ, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია

როთი: ქართველები ისევ ისტორიას წერენ, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია

თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველები ისტორიას კიდევ ერთხელ წერენ.

"ქართველები ისევ ისტორიას წერენ! დღეს ათიათასობით ადამიანი დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის მართავს. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. გმადლობთ", - წერს როთი.

***

თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე, დაგეგმილია აქცია-კონცერტი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი მუსიკოსი მიიღებს.

ცნობილია, რომ პროევროპულ მარშს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.