როსკომნადზორი რუსეთის მოსახლეობას ინტერნეტზე შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

როსკომნადზორი რუსეთის მოსახლეობას ინტერნეტზე შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

როსკომნადზორი - რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის სააგენტო, მოსახლეობას ინტერნეტზე შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს წარმომადგენელმა RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინტერნეტის მუშაობაზე შეზღუდვები, შესაძლოა, იმ რეგიონებში დაწესდეს, სადაც "კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს".

როსკომნადზორის თქმით, ამ ტერიტორიებზე ტელეგრამის გამოყენება ამ დროისთვის არაა შეზღუდული.

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამ დროისთვის ქალაქ მოსკოვში, მოსკოვის რეგიონსა და ვორონეჟის რეგიონშია გამოცხადებული.

RBC-ს ცნობით, დღის განმავლობაში სოციალური ქსელი ტელეგრამი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლები საუბრობენ ინტერნეტთან წვდომის პრობლემებსა და მესიჯების გაგზავნისას შეფერხებებზე.