როიტენი EU-ის წევრი ქვეყნების განცხადებაზე: არასაკმარისია, იმედგამაცრუებელი და სამარცხვინოა

როიტენი EU-ის წევრი ქვეყნების განცხადებაზე: არასაკმარისია, იმედგამაცრუებელი და სამარცხვინოა

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი X-ზე წერს, რომ EU-ის წევრი ქვეყნების მიერ რამდენიმე დიპლომატიური პასპორტის მფლობელის შავ სიაში შეყვანა არასაკმარისია და მისივე აზრით, იმედგამაცრუებელი და სამარცხვინოა.

"ზედიზედ 60 დღე ქართველი ხალხი თავისი კონსტიტუციური ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად ქუჩაში დგას. დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რამდენიმე დიპლომატიური პასპორტის მფლობელი შავ სიაში შეიყვანეს. ეს არ არის საკმარისი, იმედგამაცრუებელი და გულწრფელად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა", - წერს ევროპარლამენტარი.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.