როგორი ამინდი იქნება ხვალ და ზეგ - პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება ხვალ და ზეგ - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.