როგორ ხსნიან მთავრობის ადმინისტრაციაში შენობასთან მიმდინარე სამუშაოებს

როგორ ხსნიან მთავრობის ადმინისტრაციაში შენობასთან მიმდინარე სამუშაოებს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, რომ შენობის შემოღობა იგეგმება.

ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, რომ შენობის წინ მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის მოწყობა და ინფრასტრუქტურის განახლება.