რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის პრორუს პრემიერმინისტრს, რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს.

სლოვაკეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქმე უკვე გადაეცა პოლიციას. დაწყებულია გამოძიება.

მანამდე, 15 მაისს რობერტ ფიცოს ესროლეს. მას რამდენიმე ტყვია მოხვდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ფიცოზე თავდასხმის ბრალდებით 71 იურაი ცინტულა დააკავეს. მას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ელის.

პრორუსი ფიცო სლოვაკეთის ხელისუფლებაში გასული წლის სექტემბრის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა, პოპულისტურ-ნაციონალისტური კოალიციის ლიდერობით.