რკინიგზა: 26,27,28 თებერვალს მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

რკინიგზა: 26,27,28 თებერვალს მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დიდთოვლობის და უამინდობის გამო უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.

"ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

26 თებერვალი:

№ 804 თბილისი - ბათუმი;

№801 ბათუმი - თბილისი;

№869 ზუგდიდი-თბილისი;

№874 თბილისი -ფოთი;

№617 ბორჯომი-თბილისი;

№686 თბილისი - ბორჯომი;

27 - 28 თებერვალი:

№ 854 თბილისი-ოზურგეთი;

№ 853 ოზურგეთი-თბილისი;

№ 6355/6356 ქუთაისი-რიონი;

№ 6353/6354 ქუთაისი -რიონი;

№ 682/681 ქუთაისი- ბათუმი;

№ 684/683 ქუთაისი-ბათუმი;

№ 613/614 ბათუმი-ოზურგეთი;

№618/617 თბილისი - ბორჯომი;

№685 ბორჯომი-თბილისი;

მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო",- წერია განცხადებაში.