რიჟვაძე სანქცირებულ გომელაურს აჭარაში "ღირსეული პოლიციელებისთვის" მადლობას უხდის

რიჟვაძე სანქცირებულ გომელაურს აჭარაში "ღირსეული პოლიციელებისთვის" მადლობას უხდის

აჭარის მთავრობის არალეგიტიმური თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მადლობას უხდის სანქცირებულ გომელაურს აჭარასა და ბათუმში "ღირსეული პოლიციელებისთვის". "ღირსეულ პოლიციელებში" რიჟვაძე ირაკლი დგებუაძესა და გრიგოლ ბესელიას ასახელებს.

ის ასევე ეხმაურება ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის დაკავებას და ამბობს, რომ "არც ერთი პროფესია არაა ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის".

"პოლიციელზე ხელის აღმართვა წარმოადგენს დანაშაულს და ეს არის არამხოლოდ ცალკე აღებულ პოლიციელზე ხელის აღმართვა, ესაა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შესაბამისად, არც ერთი პროფესია არაა ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში, ის რაიმე სახით აცდება შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას.

ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან დიდი მადლობით ვართ გამსჭვალული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების მიმართ, ვინაიდან ისინი ახერხებენ ყველა გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა სამშვიდობოს გააღწიოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, რომ ასეთი ღირსეული პოლიციელები ხელმძღვანელობენ დანაყოფებს, როგორც ბათუმში, ასევე აჭარის რეგიონში, როგორიც გახლავთ გრიგოლ ბესელია, ასევე ირაკლი დგებუაძე"- თქვა რიჟვაძემ.