რისთვის ისჯება ილიაუნი

რისთვის ისჯება ილიაუნი

განათლების მოთვინიერების მცდელობად შეფასდა ხელისუფლების ბრძოლის ახალი ეტაპი ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ქართული ოცნება წლებია, პროპაგანდას ეწევა ამ უმაღლესი სასწავლებლის მიმართ, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შეცვალეს ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭეს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო. გადაწყვეტილებს მწვავე შეფასებები მოჰყვა.