რიო დე ჟანეიროში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

რიო დე ჟანეიროში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

რიო დე ჟანეიროში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.

უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქალაქის ქუჩები, მეტროსადგურები და სახლები - სტიქიის გამო დაიწყო მეწყრული პროცესები. ქალაქის მერმა, ედუარდო პაესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ქალს, რომლის ავტომობილიც მდინარეში ჩავარდა - ის დაკარგულად მიიჩნევა.