საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა.
უწყების ცნობით, ავტომობილები დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით იმოძრავებენ.
დღეს ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მოძრაობა შეიზღუდა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის მასამ შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.