რიჰარდ კოლსი: მოვუწოდებთ არჩევნებზე სერიოზული დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ

ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გამოვლენილი სერიოზული დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ. არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას და მათ ევროპულ მისწრაფებებს.

წერს ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი X-ზე და მიუთითებს განცხადებაზე, რომელიც დღეს 18 ქვეყნის დეპუტატებმა, ევროპარლამენტარებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს.