თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი NATO-ს სრულუფლებიანი წევრობაა. ახლა თქვენთან ვერ განვიხილავ ამ საკითხს, რადგან დაველოდებით ხვალინდელ დღეს და ჩვენით ვნახავთ და მოვისმენთ. მაგრამ ახლა მოვედი, რომ ჩემს კოლეგასთან ერთად საფრანგეთიდან ხელი მოვაწერო მემორანდუმს, F-16-ების კოალიციის წვრთნის კურსზე.
განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ვილნიუსში ჟურნალისტებთან საუბრისას.
NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს იმართება.