მოსამართლეების შეკრების პარალელურად რესტორან ბაბილოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს, რომელთა საქმეებსაც თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავდა, პატიმრობა შეეფარდათ.
ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ბექა პაპაშვილს - 15 დღიანი, ზურაბ მანჩხაშვილს - 13 დღიანი, დენის ბულკაშვილს - 14 დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს - 10-10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.