რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, მოდელ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს. უწყების ცნობით, ის 25 აპრილს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, მას ბრალი უკვე წარუდგინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

***

მოდელი რენატა ბეგიაშვილი მისი შვილის მამას, შალვა იაშვილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. Facebok-ზე ძალადობის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.

როგორც ბეგიაშვილი წერდა, ის წლების განმავლობაში ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი იყო.

"ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ თამამად შემიძლია ეს გავაკეთო! სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი არის ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი .. სახელი გვარი შალვა იაშვილია.. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ჰყავს და! ნეტა როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ესეთ მდგომარეობაში რომ ენახა! რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი.. პოლიციაში არ მინდა წასვლა მეშინია ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი.. მჯერა რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის მაგრამ ეს ბოლო წვეთია ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა მაგრამ მჯერა ძალიან კარგად ვიქნებით მე რა სანდრაც!" - დაწერა მან Facebook-ზე.

შალვა იაშვილი რენატა ბეგიაშვილის ბრალდებებს უარყოფდა.