სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას.
"მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას; კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება "დამანგრეველი" იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ის შეურაცხმყოფელია მოქალაქეების ღირსებისთვის.
ხელმომწერები: