რეხვიაშვილი კინოცენტრზე: სოლიდარობა კოლეგებს, მათი ჩართულობით უნდა მოხდეს რეორგანიზაცია

შემოვუერთდი ჩემი მეგობრების, კოლეგების პროტესტს და გამოვუცხადე სოლიდარობა. მგონია, რომ მათი, ყველასი, ამ სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით უნდა მოხდეს ყველანაირი ცვლილება, რეორგანიზაცია და არა ცალკეული ჯგუფის ან ნაწილის. ამიტომ შემოვუერთდი მათ.

თქვა მწერალმა თემო რეხვიაშვილმა კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც კინოცენტრთან დაკავშირებით კინემატოგრაფები თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.