
"უკონტროლო დაფინანსება: რატომ ვერ სარგებლობენ გალელები უფასო ჯანდაცვით" - ამ სახელწოდებით გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ვრცელ მასალას აქვეყნებს, რომელშიც გალში მცხოვრები ქართველებისთვის ხარისხიანი პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდების პრობლემებზეა საუბარი.
"შავი წიგნი" წერს, რომ გალში მცხოვრებმა ქართველებმა შედარებით ხარისხიანი პირველადი სამედიცინო მომსახურება რომ მიიღონ, ამისთვის ენგურის ხიდზე არსებული, რუსებისა და აფხაზების მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო ხაზი, ე.წ. საზღვარი უნდა გადმოლახონ.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებას ყველა რესპონდენტი უდასტურებს, რომ გალის რაიონში არსებული სამედიცინო პუნქტები სავალალო მდგომარეობაშია - მოქალაქეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ და ამისთვის ენგურს აქეთ გადმოსვლა უწევთ, რაც მათთვის მარტივი სულაც არ არის. ენგურის ხიდი საღამოს 8 საათიდან დილამდე დაკეტილია.
გალელების მონათხრობით, როცა ხიდი ღიაა, გადმოსვლისთვის არაერთი საბუთი, კარგი ნაცნობობა ან ე.წ. მესაზღვრეების მოქრთამვაა საჭირო.
ზუსტად იმის თქმა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ახლა გალში, რთულია. ზუსტი რიცხვი აფხაზეთის მთავრობასაც არ აქვს. არაოფიციალური ცნობით, იქ, დაახლოებით, 55 000 ადამიანი ცხოვრობს. მათ გალის რაიონში მოქმედი და სპეცდაფინანსებაზე მყოფი 6 სამედიცინო პუნქტი ემსახურებათ, თუმცა, ამის მიუხედავად, იქაურებს ზუგდიდში მიღებული სამედიცინო დახმარება უფრო ეიმედებათ.
გამოძიების მთავარი მიგნებები:
"შავი წიგნის" სრული მასალა.