"რატომ შევინახო... არ ვენდობი" - კალაძე განმარტავს რატომ აღარ ინახავს ფულს უცხოურ ბანკებში

"რატომ შევინახო... არ ვენდობი" - კალაძე განმარტავს რატომ აღარ ინახავს ფულს უცხოურ ბანკებში

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპულ ბანკებში საკუთარი ანგარიშები დახურა.

კალაძის ბოლო დეკლარაციით, რომელიც მიმდინარე წლის 31 იანვრით თარიღდება და 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, არც ერთი უცხოური ბანკის ანგარიში აღარ ფიგურირებს.

დეკლარაციის მიხედვით, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს ანგარიშები მხოლოდ ქართულ ბანკებში [საქართველოს ბანკი, ბანკი ქართუ, თიბისი ბანკი] აქვს გახსნილი.

ჟურნალისტის კითხვას თუ რატომ აღარ ჩანს მის დეკლარაციაში სხვა ქვეყნებში არსებული ბანკების ანგარიშები, კალაძემ უპასუხა, რომ ევროპულ ბანკებს "აღარ ენდობა".

"ჩემზე არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. რატომ უნდა შევინახო [ფული უცხოურ ბანკებში], ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს ადამიანს - გაძარცვეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაძარცვეს. რატომ უნდა ვენდო? რა თქმა უნდა არ ვენდობი", - თქვა კალაძემ.