რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ სულ უფრო გახშირდა შემთხვევები, როცა ემიგრანტები სამშობლოში ფულს ვეღარ რიცხავენ. ფორმულას უცხოეთიდან არაერთი ქართველი ესაუბრა, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აქვთ. ემიგრანტები გადააწყდნენ კიდევ ერთ წინააღმდეგობას - გამოვლინდა ფაქტები, როდესაც უცხოურ ბანკებში ანგარიშებს ვეღარ ხსნიან. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შიშობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკის გამო შესაძლოა შეექმნათ სხვა პრობლემებიც, რაც იქ ცხოვრებასა და მუშაობას ეხება.