შეწყალების აქტი გვარამიას გარეშე. სალომე ზურაბიშვილმა სააღდგომოდ 10 პატიმარი შეიწყალა, პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ ამ სიაში მთავარი არხის დამფუძნებელი არ არის. არადა საზოგადოების ნაწილს გარკვეული მოლოდინი შეექმნა, რომ ზურაბიშვილი მოწოდებების საპასუხოდ ამ ნაბიჯს გადადგამს. სწორედ დღეს გახდა ცნობილი, რომ სტრასბურგში დაგეგმილი ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო. ფორმულას სტრასბურგიდან უთხრეს, რომ გადადების მიზეზი ქართული მხარის მოთხოვნაა.