Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 52% სრულიად არ ეთანხმება ქართული ოცნების ლიდერების განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია", რომელშიც ქართული ოპოზიციური პარტიები შედიან.
კითხვაზე, ახლახან ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია", სადაც შედიან ქართული ოპოზიციური პარტიები. რამდენად ეთანხმებით ან ეწინააღმდეგებით ამ პოზიციას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.