რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში იქნება, 12-დან სამი რეკომენდაციის სრულად შესრულების საკითხი და რომ საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, ევროკომისიის მოხსენების თანახმად, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან, 3 სრულად შეასრულა (25%);
1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი (8%); 8 რეკომენდაციაზე "ნაწილობრივი პროგრესი" აქვს (67%).
3 სრულად შესრულებულ რეკომენდაციებში შედის:
1 რეკომენდაცია, რომელზეც "არანაირი პროგრესი" არ არის, მედიის პლურალიზმია.
ხოლო 8 რეკომენდაცია, რომელზეც საქართველოს "ნაწილობრივი პროგრესი"აქვს არის:
ზეპირი მოხსენებების წინასწარი ტექსტი თითოეული ქვეყნის შესახებ დაახლოებით 2-2 გვერდს მოიცავს. რეკომენდაციების შესრულება ფასდება 4-ელემენტიანი სისტემით:
ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ახალ შეფასებას 21 ივნისს ჯერ ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გააცნობენ, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე.