
22 ივნისს, ღამის საათებში, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე - ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანზე - მძლავრი იერიში მიიტანეს. ოპერაცია, რომელსაც სახელი "შუაღამის ჩაქუჩი" ერქვა, მოიცავდა ფრთოსანი რაკეტებითა და ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით მიზნობრივ დარტყმებს ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე. ვაშინგტონის ოფიციალური ვერსიით, ოპერაცია "სრული წარმატებით" დასრულდა და ბირთვული პროგრამა ფაქტობრივად "განადგურდა". თუმცა, დაზვერვის გაჟონილი შეფასებები და მედიის გამოძიებები ეჭვს აჩენს ამ შეფასების მიმართ.
რა დაზიანდა — რას ამბობს ისრაელი?
ისრაელის ოფიციალური პირები და უსაფრთხოების წყაროები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ოპერაციის დაგეგმვაში, ოპტიმისტურ სურათს ხატავენ. მათი თქმით:
ისრაელის სამხედრო დაზვერვა ამტკიცებს, რომ ირანის გამდიდრებული ურანის მნიშვნელოვანი ნაწილი - განსაკუთრებით 20%-მდე და 60%-მდე გამდიდრებული ურანი - შესაძლოა იმყოფება დაზიანებულ მიწისქვეშა ნაწილებში და მისი აღდგენა საეჭვოა.
ამერიკული დაზვერვის განსხვავებული შეფასება
CNN-ი, The New York Times-ი და The Washington Post-ი ეყრდნობიან აშშ-ის სამხედრო დაზვერვის პირველად შეფასებებს, რომელთა თანახმადაც:
თეთრი სახლის რეაქცია:
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მკაცრად უარყო და მას უწოდა "საორგანიზაციო კამპანია ტრამპის დასასუსტებლად". მისივე თქმით, ოპერაცია უპრეცედენტო წარმატებით ჩატარდა, და პრეზიდენტის განცხადება ბირთვული პროგრამის განადგურებაზე რეალობას ემყარება.
"ეს გაჟონვა — მცდელობაა დააკნინონ ჩვენი გმირი პილოტები და პრეზიდენტის ლიდერობა. არანაირი "ზედაპირული ზიანი" — ეს იყო ბირთვული პროგრამის გული, და ის განადგურდა," – განაცხადა ლევიტმა.
რას ამბობს ირანი?
ამ დრომდე ირანიდან არ გავრცელებულა დეტალური ან დამოუკიდებლად დადასტურებული ინფორმაცია ზიანის მასშტაბებზე. Axios-ი წერს, რომ ისრაელის დაზვერვას გადაჭრილი აქვს ირანელი სამხედროების კომუნიკაციები და ბირთვული ობიექტების მდგომარეობის შესახებ ცნობა თავად ირანშიც ბუნდოვანია — სავარაუდოდ, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერ იღებს ზუსტ სურათს.