რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ ეგვიპტეში 110 ადამიანი გადავიდა

რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ ეგვიპტეში 110 ადამიანი გადავიდა

რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ ღაზის სექტორიდან ეგვიპტის მიმართულებით 110 ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანი გადავიდა. როგორც BBC წერს, საზღვარი, სულ მცირე, 20-მა დაშავებულმა მოქალაქემ გადაკვეთა.

მედიის ინფორმაციით, დღეს გადასვლა, დაახლოებით, 80-მა პალესტინელმა პაციენტმა და 500-მდე უცხოელმა უნდა შეძლოს. აღსანიშნავია, რომ გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ღაზის სექტორმა მიიღო მორიგი ჰუმანიტარული დახმარებაც - საზღვარი 20-მა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა.

დღეს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ პირველად, ღაზის სექტორის უცხოელი მოქალაქეებისთვის ე.წ. რაფაჰის ხაზი გაიხსნა. ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი კატარის შუამავლობით გახდა, რომელიც აშშ-სთან ერთად კოორდინაციაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ისრაელთან, ჰამასსა და ეგვიპტესთან.