რადაში ბელარუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებასა და დიპურთიერთობების გაწყვეტას განიხილავენ

რადაში ბელარუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებასა და დიპურთიერთობების გაწყვეტას განიხილავენ

უკრაინის რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში ბელარუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებენ. შესაბამის კანონპროექტი რადაში სახალხო დეპუტატების ჯგუფებმა დაარეგისტრირეს.

დეპუტატის იაროსლავ იურჩიშინის თქმით, ბელარუსმა პასუხი უნდა აგოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან რუსეთს ხელი შეუწყო უკრაინაზე თავდასხმაში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინა ბელარუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და მოუწოდებს სხვა ქვეყნებმა ანალოგიური ნაბიჯი გადადგან.

გარდა ამისა, რადა მოუწოდებს მთავრობას "დაუყოვნებლივ გაწყვიტოს ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობები", ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მინსკის მისამართით სანქციები გააძლიეროს.