სიღარიბიდან მილიონერებამდე - რა გზებით და რა დროში დააგროვეს დიდძალი ქონება ოლიგარქის დეპუტატებმა, რომლებიc ამ წლების განმავლობაში, საკუთარ რეგიონებში თავად იქცნენ ფეოდალებად. ერთ-ერთი გამორჩეული, სხვა ფეოდალებს შორის - მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი და ქართული ოცნების სპიკერი - დიმიტრი ხუნდაძეა. ხელისუფლებაში მოსვლამდე ხუნდაძე სახლს მცხეთაში და აგარაკს ურეკში ფლობდა ახლა - ზღვისპირას, ოლიგარქის მეზობლად, აგარაკთან ერთად ფლობს, მიწის რვა ნაკვეთს. საკუთარ მუნიციპალიტეტში კი ათეულობით მიწას, შენობანაგებობებს, სახლებს და სახელმწიფოს კუთვნილ მიწებსაც კი. შაბათის ფორმულა მოგიყვებათ რის ფასად ყიდიან ივანიშვილის მორჩილი დეპუტატები, ქვეყნის მომავალს და შესაძლებლობებს, რომ თავად კიდევ უფრო მეტი ფული იშოვონ.