ყვარლის ტბაზე აქციის დროს დაკავებულების ნაწილი გაამართლეს, ნაწილი - სიტყვიერად გააფრთხილეს

ყვარლის ტბაზე აქციის დროს დაკავებულების ნაწილი გაამართლეს, ნაწილი - სიტყვიერად გააფრთხილეს

ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების წვეულების გაპროტესტების გამო დაკავებულების ნაწილი მოსამართლემ სიტყვიერად გააფრთხილა, ნაწილი კი გაამართლა.

13 დაკავებულიდან ნაწილი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, ნაწილს კი სამართალდარღვევა არ დაუდგინდა.

საქმე ეხება 20 მაისს, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები დააპატიმრეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღევანდელ სასამართლო სხდომას არცერთი მხარე არ დასწრებია.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

კახეთში, ყვარლლის ტბაზე ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდიდა.