ყვარელში კაცმა მეზობელი მოკლა

ყვარელში კაცმა მეზობელი მოკლა

ყვარელში, სოფელ ჭიკაანში კაცმა მეზობელი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, ისინი სოფლის მიმდებარედ ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება დაიწყო. კაცმა მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევის დროს კიდევ ერთი პირი დაშავდა.

ფორმულას ინფორმაციით, დაკავებული ყოფილი პოლიციელია. მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.