თბილისში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შემდეგი სასამართლო პროცესი 27 ივლისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა ყოფილი ცოლი მანქანაში მოკლა, ცხედარი კი მეორე დღეს, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ხევში გადააგო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.