რუსთაველის გამზირის N12-ში, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში სავაჭრო სივრცე, სასტუმრო და კაზინო მოეწყობა.
შენობა შპს "მარილი 2020-ს" ეკუთვნის, რომლის 100%-იანი მფლობელი ჯორჯიან ეარვესის დირექტორი, თამაზ გაიაშვილია. პროექტს არქიტექტურის სამსახურის თანხმობა უკვე აქვს. შენობა 3493 კვადრატული მეტრიის მიწის ნაკვეთს დაიკავებს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, შენობას 10 სართული ექნება, საიდანაც 3 მიწისქვეშ განთავსდება. მიწისქვეშ მდებარე სართულებზე მოეწყობა საპარკინგე სივრცე და კაზინო.
ჯამში, შენობის საერთო ფართობი 16,238 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. მისი სიმაღლე პროექტის თანახმად, შენობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროექტის ფოტოები: