ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე 10 კმ-ს შეადგენდა.
ბიძგები იყო ყაზახეთშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა.
ზარალისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.