ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არის ძლიერი და ძალიან კარგი, როდესაც საქმე ეხება ამერიკის მხარდაჭერას ქართველი ხალხის, ქართველი ერის მიმართ და როდესაც საქმე ეხება ამერიკის სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც არ არის რუსეთის დომინაციის ქვეშ, არამედ არის ქვეყანა რომელსაც აქვს საშუალება, დაუახლოვდეს ევროკავშირსა და დასავლურ ინსტიტუტებს. ამ შემთხვევაში საკმაოდ ძლიერია ურთიერთობა. ხოლო ურთიერთობა ქართულ მთავრობასა და ამერიკას შორის არის ძალიან დაძაბული საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო.
როგორც ჩანს, ქართული მთავრობა განზრახ ხელს უწყობს ავტორიტარული დღის წესრიგის შემოღებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში არსებულ საარჩევნო ორგანიზაციებს ძირს უთხრის და ასევე ეს გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ოპოზიციური პარტიების რეპრესირებას და ე.წ. რუსული კანონის შემოღება კიდევ უფრო ზღუდავს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის მთავრობას შორის. [...]
ვერ ვხვდები რატომ სურს საქართველოს მთავრობას კონფრონტაციაში შესვლა, მაგრამ მისი ქმედებები, მისი განცხადებები, აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო მიჰყავთ ტრადიციული მოკავშირისგან შორს და უახლოვდებიან რუსეთს ან უფლებას აძლევენ ჩინეთს, განავრცონ თავიანთი გავლენა რეგიონზე.
განაცხადა გადაცემაში სანაია დენიელ ფრიდმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილმა კოორდინატორმა.