როგორ შეთანხმებულად მოქმედებენ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებები. კიბერ კმარამ სოციალურ ქსელ იუთუბზე კიდევ ერთი ჩანაწერი გამოაქვეყნა. აუდიომასალაში ისმის, სავარაუდოდ, კარასინისა და აბაშიძის ხმები. საუბარი ეხება საჰაერო მიმოსვლის დაწყების ტაქტიკას, რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც.
უკვე ცნობილია, რომ ამ მოლაპარაკებებში არაფორმალურად მონაწილეობდა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც უკვე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ჩანაწერით დასტურდება, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა შეიძინა რუსეთისთვის საქართველოსთან ფრენების დაწყებამ - საუბარი შედგა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი კვირის თავზე.