ფოტიგა: პუტინი ომის დამნაშავე და მკვლელია

პუტინი ომის დამნაშავე და მკვლელია. ალექსეი ნავალნის სიკვდილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, თუ რა არის მოსალოდნელი KGB-სგან.

რუსეთში რამე ცვლილების მოტანის ერთადერთი გზა უკრაინაში მისი დამარცხება და პუტინის რეჟიმის ყველა მსხვერპლისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფაა.

წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვასთან დაკავშირებით.