ფორმულას ჟურნალისტი, სალომე ბოკუჩავა დაზარალებულად ცნეს

ფორმულას ჟურნალისტი, სალომე ბოკუჩავა დაზარალებულად ცნეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა - ის შაბათის ფორმულისთვის რეპორტაჟს 13 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმეზე ამზადებდა, რა დროსაც ბრალდებულის დედამ მასზე ფიზიკურად იძალადა.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ქალის აღკვეთის ღონისძიების შესახებაც იმსჯელებს.

15 ივლისს ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ ფორმულას ჟურნალისტზე, სალომე ბოკუჩავაზე იძალადა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა. მას ქალმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახეში, ასევე, მიაჯახა კედელს და ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.