მოხარული ვარ, კიევში დაბრუნებით. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაა. თქვენ მიაღწიეთ შესანიშნავ პროგრესს, ეს შთამბეჭდავი სანახავია. ამას დავადასტურებთ მომავალ კვირასაც, როცა კომისია გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარ ანგარიშს წარადგენს. მინდა გითხრათ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე იმ რეფორმებმა, რომლებიც ომის პერიოდში განახორციელეთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენ ეგზისტენციალურ ომში იბრძვით და ამავე დროს ქვეყნის რეფორმირებას ახდენთ.
განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.