ფონ დერ ლაიენი: მნიშვნელოვანია, აშშ-მა უკრაინის ომის გადაჭრაში ჩართულობა შეინარჩუნოს

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, პრემიერმინისტრ მელონისთან, პრეზიდენტ სტაბთან, კანცლერ მერცთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ერთად განვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის პუტინთან საუბრის შედეგები.

მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მისი დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა ჩართულობა შეინარჩუნოს.

ჩვენ გავაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.