ფიშერი: ვიმედოვნებთ, რომ საქართველო სამართლიან, თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებს ჩაატარებს

ჩვენ ვერ მივიღებთ ქვეყანას, სადაც არჩევნები ყოველგვარი ეჭვის მიღმა არ არის. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ საქართველო თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ არჩევნებს ჩაატარებს. ეს არის ფუნდამენტური საკითხი ევროკავშირისთვის. მე დასავლეთიდან ვარ და არ მომწონს ანტიდასავლური რიტორიკა. თუ ცდილობ, შეუერთდე კლუბს, არ უნდა შეუწყო ხელი რიტორიკას, რომელიც ამ კლუბის საწინააღმდეგოა.

განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა.