ვწუხვარ, რომ ცოტა ნეგატიურად ვსაუბრობ, მაგრამ ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია. შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ: "ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი [ეკონომიკური] ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს. გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი 10%-იანი ზრდა გვაქვს". ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას. ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით. ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასების რყევას.
ვფიქრობ, თქვენი სახელმწიფოს ვალის შედარებით მაღალი წილი შეღავათიან სესხებშია. რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხებს მოგცემთ. ეს ბუნების კანონია, ასე რომ თქვენ თავად მოგიწევთ ამის რეფინანსირება...
ასევე, ვხედავ დიდ პრობლემას საქართველოს ეკონომიკისთვის და ვერ ვხედავ, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანა - ეს არის ახალგაზრდების ემიგრაცია. უკვე 2018 ან 2019 წლიდან, იმდენმა ახალგაზრდამ დატოვა საქართველო და სხვათა შორის, ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა. ეს ახალგაზრდები თქვენი ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 3%-ს შეადგენენ. ახლაც მესმის ბევრი ახალგაზრდისგან, რომ თუ გადაწყდება, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო დაშორდება და დარჩება მხოლოდ ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში და აღარ გაჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ისიც დატოვებს აქაურობას. ბევრი ახალგაზრდისგან მესმის ეს
განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა BMG-ის გადაცემაში საქმიანი დილი.