ფინეთი უკრაინას ახალ, 190 მილიონი ევროს ღირებულების 22-ე სამხედრო პაკეტს გადასცემს.
"ოპერაციული მიზეზების გამო და დახმარების მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პაკეტის დეტალური შინაარსი, ასევე მიწოდების მეთოდები და დრო არ გახდება საჯარო", - ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში.
ომის დაწყებიდან დღემდე, ფინეთმა უკრაინას საერთო ჯამში, 1,8 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია.
"გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზები უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც ეროვნულ დონეზე. ჩვენ ახლა გრძელვადიან გეგმას ვამზადებთ უკრაინის მხარდასაჭერად", - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.