ფედერალურ კრებაზე პუტინის გამოსვლას 20-მდე ქალაქის კინოთეატრებში უფასოდ აჩვენებენ

ფედერალურ კრებაზე პუტინის გამოსვლას 20-მდე ქალაქის კინოთეატრებში უფასოდ აჩვენებენ

ფედერალურ კრებაზე ვლადიმირ პუტინის გამოსვლას რუსეთის 20 ქალაქის კინოთეატრებში უფასოდ აჩვენებენ. როგორც Ria Novosty წერს, სულ ჩვენება 23 კინოთეატრში გაიმართება. ტრანსლაციის ორგანიზატორი "სინემა 5-ის" ქსელია.

ფედერალური კრების წინაშე პუტინი სიტყვით 29 თებერვალს გამოვა.

ორგანიზატორებმა აფიშაზე ააწყვეს პუტინისა და მისი ფრაზის კოლაჟი: "მიზნები იქნება მიღწეული". კერძოდ, პუტინის მიმართვა ნაჩვენები იქნება ქსელის კინოთეატრებში სანქტ-პეტერბურგში, ვოლგოგრადში, ყაზანში, კურსკში, ნაბერეჟნიე ჩელნიში, პენზაში, უფასა და ჩებოქსარიში.

კომპანიაში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის თეზისები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგონოს. გარდა ამისა, "სინემა 5" ამტკიცებს, რომ მაყურებელთა მოთხოვნა ჩვენების მოწყობაზე საკმაოდ მაღალია.