ფავლენიშვილი იმპიჩმენტზე: რუსული ოცნება ევროინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს

იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსული ოცნება ერთი მხრივ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურთ, გადაფარონ პოლიტიკური დღის წესრიგი...

ზოგადად ოპოზიციის აქტიურობას უპირისპირებენ ამ ხელოვნურ თემებს, რომელსაც ისედაც ვერ განახორციელებენ იმიტომ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ იმისთვის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მოახდინონ

ამბობს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.